კახა კალაძე - უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ

უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აფასებს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

„ხომ ხედავთ, ვისგან ისმის კრიტიკა - უსამშობლო მოღალატეებისგან და აგენტურისგან, ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენს საპატრიარქოს. ამაში ჩართულები იყვნენ წლების განმავლობაში, ფულს იღებდნენ, გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, გრძნობს და აფასებს. კარგად ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას და სარწმუნოებას სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე