გაერთიანებული სამეფო ქუვეითში საჰაერო თავდაცვის სისტემას განათავსებს

გაერთიანებული სამეფო ქუვეითში Rapid Sentry-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განათავსებს, რათა ხელი შეუწყოს სპარსეთის ყურეში ბრიტანეთისა და ქუვეითის ინტერესების დაცვას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ოფისმა განაცხადა.

დაუნინგ სთრითის პრესსპიკერის თქმით, პრემიერ-მინისტრმა საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგების საკითხი დღეს ქუვეითის მემკვიდრე პრინცთან საბაჰ ალ-ხალიდ ალ-საბაჰთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

„პრემიერ-მინისტრმა საუბარი ქუვეითის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ღამით დრონით განხორციელებული უგუნური თავდასხმის დაგმობით დაიწყო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ქუვეითსა და ყველა ჩვენს მოკავშირეს სპარსეთის ყურეში“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ლიდერებმა განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საჰაერო თავდაცვის სისტემის ქუვეითში განლაგება, რაც დაიცავს ქუვეითისა და ბრიტანეთის პერსონალსა და ინტერესებს რეგიონში და ამავდროულად თავიდან აიცილებს კონფლიქტის გაფართოებას.

კირ სტარმერმა და მემკვიდრე პრინცმა ასევე განიხილეს ჰორმუზის სრუტის გავლით გლობალური გადაზიდვების შეფერხება და მიესალმნენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრას, რომლის მიზანიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტის ხელახლა გახსნის გეგმის შემუშავება იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს