მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რასაც კადრულობს ბრიუსელი - არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, ჩვენს ხედვებს

ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, ბრიუსელი - სლოვაკეთის მაგვარი ქვეყნები არიან იმედისმომცემი, ჩვენ სწორება უნდა გავაკეთოთ ამგვარ ქვეყნებზე, - ამის შესახებ სლოვაკეთში ვიზიტით მყოფმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არასდროს დათმობს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და საკუთარ ხედვებს.

„ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, ბრიუსელი. ჩვენ ვხედავთ, რას კადრულობს ის თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართებით, როგორებიც სლოვაკეთი და უნგრეთია, როგორი დამოკიდებულებითაა. სწორედ სლოვაკეთის მაგვარი ქვეყნები არიან იმედისმომცემი, ჩვენ სწორება უნდა გავაკეთოთ ამგვარ ქვეყნებზე, უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ის ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, რაც ჩანს ევრობიუროკრატების მოქმედებიდან გამომდინარე, პრაგმატულ ხედვად აქციონ. ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისთვის თუ რა გვსურს. ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, ჩვენს ხედვებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ვართ მზად დიალოგისთვის, ნებისმიერი თემის განხილვისთვის. ეს არის ჩვენი მოცემულობა და ამას ვერავინ შეცვლის და ვერავინ გადააკეთებს. გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს