თაზო დათუნაშვილი - შალვა პაპუაშვილი ბლეფობს და ტაკიმასხარაობითაა დაკავებული - ანაკლიის პორტისადმი აშშ-ს ინტერესი არაერთგზის, უმაღლეს დონეზე იქნა გაცხადებული და ამას უარი უთხრა „ქართულმა ოცნებამ“

შალვა პაპუაშვილი ბლეფობს და პოლიტიკური ტაკიმასხარაობით არის დაკავებული, როცა ამბობს, რომ აშშ-ი ანაკლიის პორტით ვერ დააინტერესეს - აშშ-ს ინტერესი არაერთგზის უმაღლესი დონეზე იქნა გაცხადებული და ამერიკის ინტერესს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უარი “ქართულმა ოცნებამ“ უთხრა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი.

მისი თქმით, ამერიკელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატული ინტერესი ჰქონდათ.

“ამერიკელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატული ინტერესი ჰქონდათ მაშინ, როცა ანაკლიის კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ინვესტორი უმსხვილესი ამერიკული ჯგუფი იყო. ანაკლიის პორტში ამერიკელების ინტერესი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა. ეს ინტერესი არაერთგზის უმაღლეს დონეზე იქნა გაცხადებული. ანაკლიის პოსტის მიმართ ამერიკის ინტერესი დაადასტურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტმა, რომელსაც გეგმაში არ ჰქონდა, მაგრამ ანაკლიაში მაინც ჩავიდა. ამერიკის ინტერესი ანაკლიის პორტში მარკო რუბიოს ზარითაც დადასტურდა.

ამერიკის ინტერესს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უარი “ქართულმა ოცნებამ“ უთხრა, როცა პორტი ანაკლიის კონსორციუმს არ ააშენებინა. ამით მიიღო ის, რომ დღემდე ის ადგილი არის გაუდაბურებული და გავერანებული. ალი-კვალი არ ჩანს იმ ჩინური კომპანიის, რომელიც თითქოს და შემოიყვანეს და ახლა ჩიხში არიან შესული.

ეს არსება კიდევ „ბლეფაობს“ და მეტს არაფერს აკეთებს. დაკავებულია პოლიტიკური ტაკიმასხარაობით, როცა ამბობს, რომ იქ აშშ-ს ინტერესი არ აქვს და პაპუაშვილმა და ძმანმა მისმა აშშ-ი ვერ დააინტერესეს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გაუღვივა.

“სამწუხაროდ, ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობა იყო, დაეინტერესებინათ არა მხოლოდ ამერიკელი ინვესტორები, არამედ აშშ-ს ხელისუფლება, რათა მათ საკუთარი ბიზნესსექტორი წაეხალისებინათ, რომ ანაკლიის პორტში ინვესტიცია ჩაედოთ, სამწუხაროდ, ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ - სწორედ ამას გულისხმობდა განცხადება, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რამდენად შეიძლება ჰქონოდა აშშ-ს შავ ზღვაში ინტერესი ეკონომიკურად” - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ აშშ-ს ინტერესზე დასვა და ამავე კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში გამოყენებული ფრაზა: “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას მიესალმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. მისივე განცხადებით, ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია