მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე - რატომ არ არის დღეს ლიდერი სალომე ზურაბიშვილი? გარედან დაინახეს, რომ ეს ქალი დავალებას კარგად ვერ ასრულებს, ახლა ნიკა გვარამია იქნება - თუ ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ფრთხილად, ყველაფერი კარგად იქნება

ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ ჩვენ ვიქნებით ფხიზლად, ფრთხილად, გავაგრძელებთ ჩვენს პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი არა საქართველოს გულშემატკივარი, არამედ გარე ძალების დაკვეთის შემსრულებელია.

„ესენი არ არიან საქართველოს გულშემატკივრები, ისინი არიან დაკვეთის შემსრულებლები. მუდმივად ვსაუბრობდი, რომ მათი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იყო იმიტომ, რომ გარედან დაავალეს. რატომ არ არის დღეს სალომე ზურაბიშვილი? იმიტომ, რომ გარედან დაინახეს, რომ ეს ქალი ამ დავალებას კარგად ვერ ასრულებს. ახლა მათი ლიდერი ნიკა გვარამია იქნება და არც დამალა გვარამიამ. რა თქმა უნდა, შეთანხმება იყო ჩვენს გარე პარტნიორებთან. მეტი რაღა უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა. მთავარი საკითხია, რომ არ მოვტყუვდეთ ამ დამოკიდებულებაში და ვიბრძოლოთ, როგორც აქამდე ვიბრძოდით. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ ჩვენ ვიქნებით ფხიზლად, ფრთხილად, გავაგრძელებთ ჩვენს პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას. ეს პროცესები შეიძლება არც არასდროს დამთავრდეს, ეს ჩვენი მოცემულობაა“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე