„ენერგო-პრო ჯორჯია“ - აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ - აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს კომპანიასთან

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.

„სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.

კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.

“ჩვენი მხრიდან მსგავსი ფორმით პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება. მივმართავთ ჩვენს აბონენტებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ ენდონ საეჭვო ზარებს”, - აცხადებენ კომპანიაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს