უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხის მითვისების საქმეზე დაკავებულ 5 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და ჯამში სახელმწიფოს კუთვნილ 3 529 000 ლარს დაეუფლნენ.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის 12 ხელშეკრულება გაფორმდა. შპს „Aladashvili & co“-მ ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სასადილოების ნაწილი - ოთხი სასადილო, გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ სამ კომპანიას: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

აღნიშნულმა კომპანიებმა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოებში მომსახურების გაწევისას დაარღვიეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.

აღნიშნული კომპანიების მფლობელებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინათ, ხოლო შპს „Aladashvili & co“-ს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმასთან ერთად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს