პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდების“ დავალებით, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა ორ ფიზიკურ პირს დავა გადაუწყვიტეს, რის სანაცვლოდაც გარკვეული სარგებელი მიიღეს.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდების“ დავალებით, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა ორ ფიზიკურ პირს დავა გადაუწყვიტეს, რის სანაცვლოდაც გარკვეული სარგებელი მიიღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2025 წლის 17 ივლისს დააკავეს. ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), ხოლო ორ პირს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა.

სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს