მეუფე ზენონი - სინოდის სხდომა ძალიან ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, მეუფე ზენონის ინფორმაციით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის კანდიდატის ასაკისა და განათლების საკითხებზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც მეუფე ზენონმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძირითადად განიხილეს პროცედურული საკითხები და შეიქმნა საარჩევნო კომისია.

„ეს იყო 6-საათიანი სხდომა. ძალიან ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. ძირითადად განხილვა მოხდა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. შეიქმნა საარჩევნო კომისია. რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ [გადაწყვეტილება] იქნება მომავალ სხდომაზე.

ზოგადი საუბარი იყო. არ ჩაითვალა, როგორც სინოდის განსახილველი საკითხი, გადაიდო მომავალ სხდომამდე. აზრის გაცვლა-გამოცვლა იყო. ეს არ წარმოადგენს იმპერატიული კატეგორიის საკითხს. კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული როგორ აირჩევს უმრავლესობა. ყველაფერი ერთ სხდომაზე გადაწყდება. შემდეგი იქნება სინოდის გაფართოებული სხდომა, სადაც ავირჩევთ პატრიარქს“,- განაცხადა მეუფე ზენონმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს