მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სინოდის სხდომაზე განხილვა ძირითადად პროცედურულ საკითხებს დაეთმო, რაც მრავალი ნიუანსის გამო ხანგრძლივი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი გაფართოებული სხდომის ჩატარების ადგილი იყო. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, დიდი რაოდენობის ადამიანების, დაახლოებით 2000 პირის დასწრებაა მოსალოდნელი, რის გამოც ტექნიკურად რთულია მსგავსი მასშტაბის შეკრების ორგანიზება.

მისივე თქმით, კანდიდატების დასახელების შემდეგ მოხდება ყველა დეტალის დამატებითი განხილვა.

„ერთადერთი საკითხი, რაზე ვიმსჯელეთ ეს არის პროცედურული საკითხი, რომელსაც ბევრი ნიუანსი აქვს, ამიტომ გაგრძელდა დიდხანს. ბევრი ვიმსჯელეთ დაწყებული იქიდან თუ სად შეიძლება ჩატარდეს გაფართოებული სხდომა. დიდი რაოდენობის ადამიანია მოსალოდნელი გაფართოებულ კრებაზე. დაახლოებით, 2000 ადამიანს ველოდებით. ტექნიკური თვალსაზრისით, ამხელა კრების ჩატარება არ არის ადვილი. გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ჩატარდება. ამას დასჭირდება შეზღუდვები, დაცვა და სხვა. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორი იქნება პროცედურა. კიდევ ერთი სინოდის სხდომა იქნება, რომელზეც ჩვენ ავარჩევთ კანდიდატებს, ვფიქრობთ, რომ შემდგი სინოდის სხდომაც დიდხანს გაგრძელდება. კანდიდატები სათითაოდ იქნება განხილული, კენჭისყრაც, კანდიდატებიდან ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს ის იქნება გაფართოებულ სხდომაზე.

რაც შეეხება ასაკსა და განათლებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი სინოდის სხდომაზე ვისაუბრებთ. დავადგენთ საერთოდ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. ამ ეტაპზე დებულების შეცვლა გამორიცხულია, შესაბამისად, ამ დებულებით ვიხელმძღვანელებთ.

გაფართოებული სხდომა უფრო საჯაროობისთვის არის. ამ სხდომაზე შეიძლება მოვისმინოთ ვიღაცის მოხსენება, რომელმაც სინოდის წევრების გადაწყვეტილებზე მოახდინოს გავლენა.

გადავწყვიტეთ, რომ როცა დადგებიან კანდიდატები, მაშინ ვისაუბროთ ყველა დეტალებზე“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა