ნიკა გვარამია - ბევრი წყაროს ცნობით, კორუფციაზე დაჭერას უპირებენ გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძეს - სამსახურიდან უკვე გაუშვეს ბესელია და პროკურატურაში იბარებენ, დგებუაძეს ყველაფერი წინ აქვს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსნებს ირაკლი დგებუაძესა და გრიგოლ ბესელიას კორუფციაზე დაჭერას უპირებენ.

„ლოყააწითლებულებს ახლა სხვა რამეს აუწითლებენ, ვატყობ: ბევრი წყაროს ცნობით, კორუფციაზე დაჭერას უპირებენ ბესელიას და დგებუაძეს. სამსახურიდან უკვე გაუშვეს ბესელია და პროკურატურაში დაკითხვაზეც იბარებენ. დგებუაძეს ყველაფერი წინ აქვს”, - აცხადებს ნიკა გვარამია.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია, რომელიც 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე