დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის მომდევნო სხდომის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის მომდევნო სხდომის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე განმარტებით, ადრე ნახსენები 24 აპრილი ერთ-ერთ შესაძლო თარიღად განიხილებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. მისი თქმით, სხდომის ზუსტი თარიღის შესახებ ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.

„ვთქვი რომ შემდეგი სინოდი 24 აპრილს არის ჩანიშნული, თუმცა ეს ყოფილა ერთ-ერთი თარიღი, ამიტომ საბოლოო თარიღად არ არის გადაწყვეტილი. ამის შესახებ მოგვიანებით გაკეთდება განცხადება, როდესაც საბოლოოდ გადაწყდება თარიღი“,- განაცხადა დეკანოზმა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა მეუფე პეტრე პატრიარქის არჩევის პროცესში მონაწილეობას, ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სინოდმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით, შესაბამის განცხადებას სინოდის მდივანი გააკეთებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს