აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას ლიბანში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ლიბანში არსებული ვითარება საკმაოდ სახიფათო და არაპროგნოზირებადი რჩება. განცხადებაში ასევე იხსენებენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მდებარე ამერიკულ უნივერსიტეტებზე დარტყმების განხორციელების თაობაზე ირანის მუქარას.

„ახლა თუ ქვეყანაში იმყოფებით, სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანი სანამ კომერციული ავიარეისები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან. მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დატოვონ ლიბანი, ვურჩევთ გეგმები მოამზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის და მზად იყვნენ თავშესაფრის პოვნისთვის, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე