შსს - მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავა

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე, მათ შორის - ბანგლადეშის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, უზბეკეთის, თურქეთის, ერაყის, ჩინეთის, ბურკინა-ფასოს, ფილიპინების, იორდანიის, რუსეთის, ტაილანდის, სუდანისა და ნეპალის მოქალაქეები.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

„დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2030-მა უცხოელმა არალეგალმა დატოვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს