The Times of Israel - ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო ობიექტებს დაარტყეს

The Times of Israel - ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო ობიექტებს დაარტყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და რაკეტების საცავებს დაარტყა.

მათივე განცხადებით, ერთ-ერთი ობიექტი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნის.

ასევე, ისრაელის საჰაერო ძალებმა სამხედრო ობიექტს დაარტყა, რომელიც „ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღების კვლევისა და განვითარების ინფრასტრუქტურას იცავს“.