აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი - აშშ-მა რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი სანქციების სიიდან ამოიღო

აშშ-მა რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი სანქციების სიიდან ამოიღო, - განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადების თანახმად, დეპარტამენტმა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები 3 აპრილს მოუხსნა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ზადორნოვისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის ცვლილებას არ წარმოადგენს.

ასევე, კიდევ ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის თხოვნით აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს მიმართა.

ცნობისთვის, ზადორნოვი რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 1997-1999 წლებში იკავებდა, ხოლო აშშ-მა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაასანქცირა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე