„ევროპის უნივერსიტეტისა" და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით კონფერენცია - „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტისა" და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში 3 აპრილს კონფერენცია თემაზე „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა.

„ევროპის უნივერსიტეტის” ინფორმაციით, კონფერენციას დიაბეტის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, „ევროპის უნივერსიტეტის" ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი უძღვებოდა. „ღონისძიების ფარგლებში, რამაზ ყურაშვილმა მედიცინასა და ხელოვნებას შორის არსებულ კავშირზე ისაუბრა. მან მიმოიხილა ხელოვნების სხვადასხვა ცნობილი ნამუშევარი და დამსწრე საზოგადოებას დაანახა, თუ რამდენად მჭიდრო და მრავალმხრივია ამ ორი დარგის ურთიერთკავშირი.

კონფერენციას "ევროპის უნივერსიტეტისა" და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორები ნინო ტალიაშვილი და ყარამან ქუთათელაძე ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე