Sky News - აშშ-ისრაელის მიერ ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ისრაელის მიერ ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Sky News-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი დაიღუპა.

დარტყმის შედეგად ატომური ელექტროსადგურის დამხმარე შენობები დაზიანდა, თუმცა მთავარი ნაწილი არ დაზიანებულა.

ბირთვული ობიექტიდან რადიაციული დონის მატება არ დაფიქსირებულა.

ასევე, ირანული მედიის ინფორმაციით, დღეს ისრაელმა სამხრეთ-დასავლეთ ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ობიექტებს დაარტყა, რის შედეგადაც, ხუთი ადამიანი დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს