მეუფე იაკობი - მომავალი პატრიარქი იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს - არავის აქვს უფლება, ჩაერიოს,  გარედან მკითხაობა ზედმეტია

მომავალი პატრიარქი იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს - გარედან მკითხაობა ზედმეტია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი, ვისაც სინოდი აირჩევს, ღირსეული პატრიარქი იქნება.

„დღეს არის ვნებათაღელვა, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს და ეს არის სულიწმინდის გადასაწყვეტი. ამ საქმეში არავის აქვს უფლება, ჩაერიოს. ეს მკითხაობა, გარედან, ზედმეტია, ვისაც მივცემთ ხმას, იქნება ის. ნებისმიერი იქნება ღირსეული პატრიარქი და ჩვენი პატრიარქის, ილიასგან განსხვავებით, მას დასჭირდება ჩვენი თანადგომა, მხარში დგომა. ბევრნი ვიყავით და 39 ეპისკოპოსი დავრჩით სინოდში, უნდა შევძლოთ, რომ ერთობა და ერთსულოვნება გვქონდეს. ვემსახუროთ ღმერთს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე