ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„პარტნიორობის გაძლიერებისთვის ვმუშაობთ, რათა ადამიანების სიცოცხლის რეალური დაცვა უზრუნველვყოთ, სტაბილურობას ხელი შევუწყოთ და როგორც ჩვენს ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ერთობლივ ძალისხმევას ყოველთვის საუკეთესო შედეგი მოაქვს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს