მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველების უფლებების დამცველები აქციას მართავენ

„ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სტერილიზაცია ყველა რაიონის დონეზე, შეიცვალოს ანტიჰუმანური კანონი",- ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველების უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე მოქალაქეები შინაური ცხოველებით მივიდნენ, ასევე ბანერებით შემდეგი წარწერებით : „არა მკვლელ კანონს", „ვეძებთ გამქრალ 9000 ძაღლს", „სად გაქრნენ ჩვენი მეგობრები", „არ დაგითმობთ ცუგებს".

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ითხოვენ 92-ე განკარგულების და 412- ე განკარგულების, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ცვლილებებს, რაც „ოთხფეხა მეგობრების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას განაპირობებს". აქციაზე მყოფების თქმით, მათი მოთხოვნაა, ცხოველებს, რა ადგილიდანაც გადაიყვანს სურსათის ეროვნული სააგენტო, დააბრუნოს იმავე ადგილას, რათა არსებობდეს კომუნიკაცია მათ მიმკედლებლებთან.

ამასთან, მოქალაქეების თქმით, არიან ძაღლები, რომლებსაც არ ჰყავთ მიმკედლებელი, ამიტომ სავალდებულო უნდა გახდეს კამერების დაყენება, ამგვარად კი არასამთავრობო სექტორმა შეძლოს ასეთი ძაღლის ადგილსამყოფლის გადამოწმება.

„დააბრუნეთ ძაღლები, საიდანაც აიყვანეთ. ძაღლები გადაჰყავთ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ტყეში, სადაც ისინი შიმშილით, ნელი სიკვდილით კვდებიან“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანები ცხოველებისთვის" დამფუძნებელი, მარინა გერსენაძე-კაციტაძე აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია აპოლიტიკურია.

„სანამ ქუჩაში არ გავალთ ყველა სოციალურ საკითხებზე, სანამ ყველაფერს პოლიტიკას დავარქმევთ, 5 თეთრით არა, 200 თეთრით გაუძვირდებათ სავარაუდოდ დენი. მე ჩემი პრეტენზიები მაქვს, პოლიტიკურს სხვა ადგილას დავაფიქსირებ. აქ ძაღლებზეა ლაპარაკი, რა პოლიტიკა“,- განაცხადა მარინა გერსენაძე-კაციტაძემ „ინტერპრესნიუსთან".

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა