ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.

როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრით საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.

„ამერიკის მხარის პოზიციაა, რომ, როგორც აქამდე განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, აპრილშიც აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები და გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, სადაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები. საზოგადოება ხედავს, რომ თითოეული ვიზიტით და შეხვედრით ეტაპობრივად, კონკრეტული დღის წესრიგით ვცდილობთ ურთიერთობების თავიდან, ნულიდან აღდგენას. საზოგადოებაში იყო გარკვეული წუხილებიც, ხომ არ არსებობს რაიმე ფარული დღის წესრიგი, თუმცა მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის ნაკარნახევი იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე