მეუფე იობი - დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი და სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით

დასრულდა კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს-პატრიარქი - მომავალი ჩვენი არის ნათელი,- ამის შესახებ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერი და ეკლესია მიდის სწორი გზით.

„დასრულდა კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს-პატრიარქი. მე მინდა გავიხსენო კირილე ათონელის წინასწარმეტყველება საქართველოსთან მიმართებით, რომ ბოლო ჟამს, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი იმპერიაო. ეს არ არის ფიზიკური და პოლიტიკური გაგებით იმპერია, ეს არის სულიერი გაგებით, რომ საქართველოში შეიქმნება სულიერი იმპერია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დაინახავს ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე ღვთის უდიდეს მადლს. ბევრი გახდება მართლმადიდებელი. მეორედ მოსვლის წინ უფალი მიმართავს საქართველოს - „აღსდექ საქართველო“ - აი, როგორც ლაზარეს მიმართა და მართლაც აღდგება ტაძარი და მასთან ერთად აღდგება საქართველო, როცა ეს დრო დადგება.

ჩვენ ერთმანეთში უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ეს პროცესები იწყება საქართველოში, აღდგინების პროცესი - ბოლო ჟამს კეთილმსახური მეფისა და კეთილმსახური პატრიარქის ხელში გაბრწყინდება სრულიად საქართველო. ასე რომ, მომავალი ჩვენი, არის ნათელი. მომავალში იწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი და ჩვენი სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით", - აცხადებს მეუფე იობი, რომლის ქადაგებასაც „ტვ. პირველი“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს