კირილ ბუდანოვი - სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ლინდსი გრემი შესაძლოა კიევს აღდგომის შემდეგ ეწვიონ

სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ლინდსი გრემი შესაძლოა კიევს აღდგომის შემდეგ ეწვიონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, ამერიკული დელეგაცია, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი შევლენ, კიევს შეძლებს 12 აპრილის შემდეგ ეწვიოს.

„კუშნერი, უიტკოფი, ლინდსი გრემი - სწორედ მათ ელიან. კიდევ ვინ იქნება მანდ - ვნახოთ“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ უკრაინამ შეიძლება უფრო წონიანი უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.

„ჩვენ დიდი ხნის წინ განვსაზღვრეთ, თუ რა გვსურს. ვფიქრობ, ამის განხორციელება უახლოეს მომავალში მოხდება. შემდგომ რა იქნება - სხვა საკითხია. მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებს რაც ეხება, ჩვენ, რა თქმა უნდა, პროგრესს მივაღწიეთ - უკვე მივიწევთ წინ,” - განაცხადა ბუდანოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანში ომით გამოწვეულ ნავთობსა და საწვავზე ფასების სწრაფი ზრდის ფონზე, უკრაინამ უცხოელი მოკავშირეებისგან თხოვნა მიიღო, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე რეგულარული დარტყმები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე