ფილარმონიიდან პარლამენტისკენ ლოზუნგით - „ერთად დამოუკიდებლობისთვის“, საპროტესტო მარში გაიმართა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია განახლდა

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით ლოზუნგით - „ერთად დამოუკიდებლობისთვის“, ყოველკვირეული საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.

მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით - „ერთად მოვიპოვეთ, ერთად დავიცავთ დამოუკიდებლობას“. ასევე, ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

გარდა ამისა, მოქალაქეები სკანდირებდნენ: „დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“.

მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ, სადაც აქცია განახლდა. მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე