25 წლის ,,ტიკტოკერი” თეკლა გერსამია ქმრის მკვლელობის საქმეში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად, დამნაშავედ ცნეს

ქმრის - ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თეკლა გერსამია დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.

,,ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი პირველ 4 საათში მიიღეს.

რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის სხდომას, თუ როდის გაიმართება ის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე თეკლა გერსამიას სასჯელის სახე და ზომა უნდა განუსაზღვროს.

ამ წუთებში, გერსამიას ადვოკატები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმებას ითხოვენ.

თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ვერსია ლუკა დარასელიას თვითმკვლელობაა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებში გამომძიებლის მიერ მოპოვებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერიც იყო, სადაც გერსამია პოლიციის თანამშრომელთან ჩადენილ მკვლელობას აღიარებს, რაც მოგვიანებით უკვე ფსიქოლოგიურ ექსპერტთან უარყო. ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.თეკლას გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხობს.დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა