იესო მაცხოვრის აღდგომას, ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს მოვლენას ზეიმობენ საქართველოში მცხოვრები ლუთერები. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის შერიგების ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი როლფ ბარაისი უძღვებოდა.
„საქართველოს მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო დასს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა სერგო ფარულავამ.
მაცხოვრის აღდგომა - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღნიშნეს დღეს რუსთავში მცხოვრებმა ლუთერებმა.
საზეიმო წირვა მშვიდობის ევანგელურ-ლუთერულ ტაძარში აღავლინა ტაძრის პასტორმა, ირინა სოლეიმ.
წირვას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში აბაი ფაშაევმა და ლოჯისტიკის მენეჯერმა ლაშა მჭედლიძემ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.