სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას აღნიშნავს

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაცხოვრის აღდგომა ქრისტიანთათვის ყველაზე დიდი იმედისა და სიხარულის მომტანი დღეა.

„დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას თბილისის სურბ გევორგის ტაძარში, მამა ჰუიკიკ ჰარუთინიანი უძღვებოდა.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ მაჭარაშვილი და სააგენტოს თანამშრომლები.

სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, იმედისა და სიხარულის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, მაცხოვრის აღდგომა იზეიმეს აჭარაში მცხოვრებმა სომეხმა თანამოქალაქეებმა.

სააღდგომო წირვა გაიმართა ბათუმის სურბ ფრკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში. სადღესასწაულო მსახურებას მღვდელი არარატ გუმბალიანი უძღვებოდა.

ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს საქართველოს მთავრობის სახელით აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.

აღდგომას დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც. საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში შედგა. ლიტურგიას ტაძრის მოძღვრები, თორგომ ვართანიანი და ჰაირაკოფ სააკიანი უძღვებოდნენ.

საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა