უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი - არჩევნები იქნება რეფერენდუმი მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილის შესახებ  - „ფიდესის“ ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, უნგრეთი რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო და კოლონია იყოს

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაუპირისპირდება, „რეფერენდუმი“ იქნება იმის შესახებ, უნგრეთი ავტოკრატიისკენ სწრაფვას გააგრძელებს, თუ ევროპის დემოკრატიულ საზოგადოებებს შორის თავისი ადგილის დაბრუნებას.

The Associated Press-თან ინტერვიუში მადიარმა განაცხადა, რომ ორბანმა ბოლო წლებში ქვეყანა „180 გრადუსით შეაბრუნა“ და საფრთხე შეუქმნა მის დასავლურ ორიენტაციას.

„ამის მიუხედავად, უნგრელები კვლავ ხედავენ, რომ უნგრეთის მშვიდობა და განვითარება გარანტირებულია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობით. ვფიქრობ, ეს ნამდვილად იქნება რეფერენდუმი მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილის შესახებ“, - აღნიშნა პეტერ მადიარმა.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ პარტია „ტიზა“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რადგან ორბანის პარტია „ფიდესის“ ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, რომ უნგრეთი რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო იყოს.

„ვფიქრობ, რომ „ტიზა“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, რადგან „ფიდესის“ ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა, იმის ნაცვლად, რომ ევროპას ეკუთვნოდეს, იყოს რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო და კოლონია“, - აღნიშნა პეტერ მადიარმა.

შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა