„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ - რეპრესირებული ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, თავისუფალი სიტყვის დევნისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნაწილია

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

„დღეს დილით, „ქართული ოცნების" სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, აზერბაიჯანში რეპრესირებული ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა.

ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და თავისუფალი სიტყვის დევნისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნება" რამდენიმე წელია ახორციელებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით, სოციალურ ქსელში "პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის" დააკავეს. უწყების თანახმად, სადიგოვს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ