ვიქტორ ორბანის განცხადებით, სერბეთში გაზსადენზე დივერსიის მცდელობასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, სერბეთში გაზსადენზე დივერსიის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინციდენტი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან განიხილა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სერბეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტში ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა და მის ასაფეთქებლად საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინეს.

„სერბეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელ გაზის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასთან ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა და მისი გააქტიურების საშუალებები აღმოაჩინა. გამოძიება გრძელდება. დღეს შუადღისთვის თავდაცვის საგანგებო საბჭო მოვიწვიე“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის კანჯიჟას მუნიციპალიტეტში გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე ზურგჩანთები აღმოაჩინეს. მისი თქმით, გაზსადენზე დივერსიის წარმატების შემთხვევაში, უნგრეთი და ჩრდილოეთ სერბეთი გაზის გარეშე დარჩებოდნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა