ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა სამხედრო პილოტის გადარჩენაში აშშ-ს დახმარება გაუწია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპს ესაუბრა და თამამი გადაწყვეტილება და იდეალურად შესრულებული მისია მიულოცა, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ამერიკელი პილოტის გადარჩენით დასრულდა.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელმა აშშ-ს პილოტის გადარჩენაში დახმარება გაუწია.

„პრეზიდენტმა ისრაელის მხრიდან დახმარების გამო მადლიერება გამოხატა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე და მის გარეთ უპრეცედენტოა და რომ ისრაელმა შეძლო წვლილი შეეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ამერიკული F-15E ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. ამერიკელმა სამხედროებმა თვითმფრინავის ეკიპაჟის ორივე წევრი გადაარჩინეს, მათგან ერთი - ორდღიანი ძებნის შემდეგ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე