რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით რუსებმა ქალაქის პრიმორსკის და კიევის რაიონებში საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს.

„თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ასევე ათი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია“, - აღნიშნა ლისაკმა.

მისი ინფორმაციით, პრიმორსკის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი კომპლექსი და შვიდი კერძო სახლი. კიევის რაიონში კი ერთი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი, კერძო საბავშვო ბაღი, მაღაზია და 27 ავტომობილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე