წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

CyberSecurity Excellence Awards 2026-ში, ნომინაციაში - წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Complience Program) თიბისიმ საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა.

ეს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატება და აღიარებაა.

თიბისის მასშტაბის კომპანიაში, რისკისა და შესაბამისობის მართვა არ არის უბრალოდ დამხმარე ფუნქცია - ესაა სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას და ნდობას.

ბანკმა დანერგა კიბერუსაფრთხოების ჯანმრთელობის შეფასების ჩარჩო (Cyber Health Assessment Framework) - იგივე, კიბერ სიჯანსაღე.

სისტემა ახდენს სხვადასხვა აქტივობების ერთიან პროგრამად გარდაქმნას. საშუალებას იძლევა, თითოეული კრიტიკული სისტემა ერთნაირად შეფასდეს მთელი ციკლის განმავლობაში - მართვიდან და დიზაინიდან დაწყებული, განხორციელებით, შემოწმებითა და ოპერაციებით დამთავრებული.

უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი - შემცირდა მაღალი რისკის ზონები ღრუბლოვან (Cloud) და კონტეინერულ გარემოში, გაიზარდა დაცვისა და რეგულაციების შესაბამისობის დონე. პირველმა შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემების საერთო მომწიფების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე აწესებს სტანდარტებს; ქმნის საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.

ინოვაციური და ტექნოლოგიური თამამი ნაბიჯებით, თიბისი მუდმივად ამტკიცებს, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია - მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე