სერბეთის ხელისუფლების განცხადებით, უნგრეთში გაზსადენზე დივერსიის მცდელობაში უკრაინული კვალი ვერ აღმოაჩინეს

სერბეთის უსაფრთხოების სამსახურებმა უნგრეთში გაზსადენზე დივერსიის განხორციელების მცდელობაში უკრაინული კვალი ვერ აღმოაჩინეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სერბეთის სამხედრო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა, ჯურო იოვანიჩმა, განაცხადა.

„დეზინფორმაცია მიუთითებს, რომ სერბეთის შეიარაღებული ძალები და მათი სამხედრო მოსამსახურეები იმუშავებენ სხვა, ან მესამე მხარისთვის, უკრაინული ასაფეთქებელი ნივთიერებების პოვნით და უკრაინის დადანაშაულებით. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა იოვანიჩმა.

მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი არ ნიშნავს, რომ ისინი დამკვეთები ან შემსრულებლები არიან.

გუშინ სერბეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე დივერსიის მცდელობა განხორციელდა. მათი ინფორმაციით, გაზსადენის სიახლოვეს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და შეხვედრის შემდეგ დავალება გასცა, რომ „თურქული ნაკადის“ გაზსადენის უნგრეთის მონაკვეთი სამხედრო დაცვის ქვეშ მოქცეულიყო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ მიანიშნა, რომ დივერსიის მცდელობაში, შესაძლოა, უკრაინა ყოფილიყო ჩართული. ოფიციალურმა კიევმა ბრალდებები უარყო. „უკრაინა ამასთან არანაირად არ არის დაკავშირებული. უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის რუსეთის „ყალბი დროშის ოპერაცია“, რომელიც უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ფართომასშტაბიანი ჩარევის ნაწილია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ