თინა ბოკუჩავა - დეზინფორმაციაა, თითქოს „ოპოზიციის ალიანსის” მიერ მომზადდა პოლიტპატიმართა სია, სადაც მიხეილ სააკაშვილი არ ფიგურირებდა! - სია კერძო პირებისგან იყო შედგენილი და ამჟამინდელ ვერსიაში სააკაშვილის სახელი და გვარიცაა ასახული

გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი, რომ თითქოს „ოპოზიციის ალიანსის” მიერ მომზადდა პოლიტპატიმართა სია, სადაც მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარი არ ფიგურირებდა არის დეზინფორმაცია! - აღნიშნული სია კერძო პირების, აქტივისტების მიერ იყო შედგენილი და ამჟამინდელ ვერსიაში პრეზიდენტი სააკაშვილის სახელი და გვარიცაა ასახული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები „ოპოზიციის ალიანსის“ დისკრედიტაციას, ენმ-ს მომხრეებში უნდობლობის გაჩენას ემსახურება, რაც ნებსით თუ უნებლიედ, ხელს აძლევს „ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რომელსაც ყველაზე მეტად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთიანობის ეშინია“.

„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი აღიარებულია მთელი დასავლური სამყაროს მიერ, რაც არაერთგზის ხაზგასმულია ევროპარლამენტის რეზოლუციებშიც. ამ თემაზე უმწვავესი განცხადებები და შეფასებები მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნებიდან კეთდება.

ცივილიზებულ სამყაროს კარგად ესმის ის კონტექსტი, თუ რატომ არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პირადი პატიმარი. ამის ეჭვქვეშ დაყენება ცდება რაციონალურობისა და კეთილსინდისიერების საკითხს.

გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი, რომ თითქოს „ოპოზიციის ალიანსის” მიერ მომზადდა პოლიტპატიმართა სია, სადაც მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარი არ ფიგურირებდა არის დეზინფორმაცია!

აღნიშნული სია კერძო პირების, აქტივისტების მიერ იყო შედგენილი და როგორც შევიტყვე, ის მუდმივად ექვემდებარება განახლებას. ამჟამინდელ ვერსიაში პრეზიდენტი სააკაშვილის სახელი და გვარიცაა ასახული.

მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ მსგავსი ქმედებები ალიანსის დისკრედიტაციას, ენმ-ს მომხრეებში უნდობლობის გაჩენას ან სხვა მადეზენტეგრირებელ მიზნებს ემსახურება, რაც ნებსით თუ უნებლიედ ხელს აძლევს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რომელსაც ყველაზე მეტად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთიანობის ეშინია,” - წერს ბოკუჩავა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე