მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსათვის პრიორიტეტულია.

პირისპირ საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, მან ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქალაქ ბაქოში საქართველოს საელჩოში მიბრძანებისა და გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვისათვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე