კახა კალაძე - ძალიან მნიშვნელოვანია ალიევის ვიზიტი, თუნდაც იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო

ძალიან მნიშვნელოვანია ალიევის ვიზიტი საქართველოში, თუნდაც იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობის შენარჩუნება რეგიონში პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა წლების განმავლობაში არსებობს.

ძალიან მნიშვნელოვანი ალიევის ვიზიტი საქართველოში, თუნდაც იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა გამოწვევების წინაშეა დგას მსოფლიო. მშვიდობის შენარჩუნება რეგიონში პრინციპულად მნიშვნელოვანია, პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდე იყოს. რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც არის“,- აღნიშნავს კახა კალაძე.

ცნობისთვის, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიწიტი დაიწყო, ორბელიანების სასახლეში უკვე გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ