ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა პარტნიორმა ერთად უნდა გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა - რუსეთს გაჩერების განზრახვა არ აქვს

რუსების მიერ ოდესაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა 16 დაშავდა, დაღუპულებს შორის 2 წლის ბავშვია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საბავშვო ბაღი და რაიონული ელექტროქვესადგური, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ზელენსკის ინფორმაციით, ენერგოინფრასტრუქტურა დაზარალდა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის და დნეპრის ოლქებშიც.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, ღამით რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 140-ზე მეტი დრონი გაუშვეს, აქედან 80-მდე „შაჰედის“ ტიპის იყო.

„ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ჩვენი ხალხი ყოველდღიურად განიცდის. გასული კვირის განმავლობაში 2 800-ზე მეტი დრონი, 1 350 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. ამჟამად, ყველა პარტნიორმა ერთად უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა, რათა დრონებისა და რაკეტების ჩაჭრის მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს. ეს ყოველდღიური ძალისხმევაა ყველასთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის, რადგან მომარაგებით, ჩვენთვის მხარდაჭერითა და ერთობლივი მუშაობით, ჩვენი პარტნიორები საკუთარ თავსაც ეხმარებიან. რუსეთს გაჩერების განზრახვა არ აქვს“, - აცხადებს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე