თაზო დათუნაშვილი - საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს და მის რუსულ გავლენას შეაჩერებს ერთადერთი დიდი ძალა - შეერთებული შტატები და ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება

საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს და მის რუსულ გავლენას შეაჩერებს ერთადერთი დიდი ძალა - შეერთებული შტატები და ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება - აშშ ახლა მათ წაუყენებს იმ პირობებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამოდის, ოღონდ აქ არაფერი კულუარული შეთანხმება არ არის, ყველაფერი ზედაპირზე დევს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რუსული გავლენები და დააბრუნოს ეს ქვეყანა განვითარების ნორმალურ კალაპოტში“.

„ივანიშვილის კომიკური შაპიტო არ არის საბჭოთა კავშირი, შეერთებულმა შტატებმა მასთან ურთიერთობა რომ გადატვირთოს. არანაირ გადატვირთვაზე, იდიოტიზმზე ლაპარაკი არ არის. ლაპარაკი არის იმაზე, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი მიიღებს იმ პირობებს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წააყენა, ამ ქვეყანას გამოაცლის რუსეთის კლანჭებიდან, დაივიწყებს რუსულ გავლენებს, საქართველოს დააბრუნებს ნორმალური ცივილიზაციური განვითარების კალაპოტზე და დააბრუნებს თავის ისტორიულ გეოპოლიტიკური გზაზე, რაც არის ცივილიზაციურ სამყაროსთან და დასავლეთთან ინტეგრაცია. ან ამას იზამს, ან არაფერი ამ სასაცილო იდიოტიზმიდან არ გამოვა. ეს ბაქი-ბუქი, ხან იმის წამოცდენა, ხან ძახილი, ჩამოვლენო, გადატვირთავენ... არავინ არ აღიქვამს მათ ნორმალურ ადამიანებად, რომელთანაც შეიძლება რამე გადატვირთო. ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფებაა და შეერთებული შტატების მოქმედი მთავრობა ახლა მათ წაუყენებს იმ პირობებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამოდის. ეს პირობები მაგიდაზე დევს, ბევრჯერ განუცხადებია შეერთებულ შტატებს ამის შესახებ, რაღაც ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველ 3 თვეში ერთხელ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებას გააღვიძებს. თუ ივანიშვილი ამ მოთხოვნებს შეასრულებს, ურთიერთობები დალაგდება. ურთიერთობების დალაგება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია. საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს და მის რუსულ გავლენას შეაჩერებს ერთადერთი დიდი ძალა - შეერთებული შტატები და ტრამპის მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება. ერთადერთი შემაკავებელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსაც გადაარჩენს, არის შეერთებული შტატების ჩარევა. ძალიან ყურადღებით ვუყურებთ ამ პროცესს. ოღონდ აქ არაფერი კულუარული შეთანხმება არ არის, ყველაფერი ზედაპირზე დევს - ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რუსული გავლენები და ეს ქვეყანა დააბრუნოს განვითარების ნორმალურ კალაპოტზე,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ