ვიქტორ ორბანი „თურქულ ნაკადზე“ - ეს მილსადენი უნგრეთის ეკონომიკის ჭიპლარია - თუ ის გაწყდება, უნგრეთის ეკონომიკა გაჩერდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე იმ გაზსადენთან მივიდა, რომელიც, მისი თქმით, დივერსიის სამიზნე იყო.

ორბანთან ერთად შემთხვევის ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა საზღვარზე საუბრისას უკრაინაც ახსენა.

„როდესაც უკრაინელებმა უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება დაბლოკეს, ჩვენ შევძელით ამ მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვება და მისი გამტარუნარიანობის გაზრდა“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი უკრაინის მხრიდან გაზის ბლოკადის ქვეშ იმყოფება, მაინც შესაძლებელია ქვეყნის გაზით და, შესაბამისად, ენერგიით მომარაგება.

„სწორედ ამიტომ არის ეს მილსადენი ასეთი მნიშვნელოვანი; ეს არის ჭიპლარი - თუ ის გაწყდება, უნგრეთის ეკონომიკა გაჩერდება“, - აღნიშნა ორბანმა.

გუშინ სერბეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე დივერსიის მცდელობა განხორციელდა. მათი ინფორმაციით, გაზსადენის სიახლოვეს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვიქტორ ორბანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და შეხვედრის შემდეგ დავალება გასცა, რომ გაზსადენის უნგრეთის მონაკვეთი სამხედრო დაცვის ქვეშ მოქცეულიყო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ მიანიშნა, რომ დივერსიის მცდელობაში, შესაძლოა, უკრაინა ყოფილიყო ჩართული. ოფიციალურმა კიევმა ბრალდებები უარყო.

„უკრაინა ამასთან არანაირად არ არის დაკავშირებული. უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის რუსეთის „ყალბი დროშის ოპერაცია“, რომელიც უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ფართომასშტაბიანი ჩარევის ნაწილია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე