ნიკა ჩერქეზიშვილი - მხოლოდ ბოლო 1 თვეში, არაერთი გაკეთებული საქმე და კონკრეტული სიკეთე თბილისისთვის! - ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამხელა მნიშვნელობა აქვს წინააღმდეგობის ყველა ველის ათვისებას

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში „ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური მუშაობის, პასუხისმგებელ უწყებებთან ოფიციალური კომუნიკაციის, პრობლემური ლოკაციების ვიდეოგადაღებებისა და მათი ფართო გაშუქების შემდეგ მოგვარებული საკითხების“ ჩამონათვალს ასაჯაროებს.

როგორც ის წერს, მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის ყველა ველის ათვისება.

„მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არაერთი გაკეთებული საქმე და კონკრეტული სიკეთე თბილისისთვის! ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამხელა მნიშვნელობა აქვს წინააღმდეგობის ყველა ველის ათვისებას, მათ შორის - მუნიციპალურ საკითხებზე მუშაობასა და ინსტიტუციურ ბრძოლას! ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური მუშაობის, პასუხისმგებელ უწყებებთან ოფიციალური კომუნიკაციის, პრობლემური ლოკაციების ვიდეოგადაღებებისა და მათი ფართო გაშუქების შემდეგ, გაკეთდა:

  1. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა მე-14 საჯარო სკოლის ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია. სრულად შემოისაზღვრა დამცავი ღობით და ადგილზე უსაფრთხოების ნორმები აღარ არის დარღვეული.
  2. აღდგა ჩავარდნილი საკანალიზაციო ჭა და მოწესრიგდა კონსტანტინე ილურიძის ქუჩის დაზიანებული გზის საფარი, 7 და 12 ნომრების მიმდებარედ. აღნიშნულ ადგილზე ხშირად იქმნებოდა საავარიო სიტუაციები.
  3. მოწესრიგდა ტბელ აბუსერიძის ქუჩის ჩასასვლელი ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთაზე. ამ ტერიტორიაზე უკიდურესად გართულებული იყო ავტომობილებით გადაადგილება, რაც ქმნიდა საცობს და საავარიო ინციდენტებს.
  4. აღდგა გზის საფარი, მოეწყო ბორდიური და სრულად შემოისაზღვრა დამცავი ღობით ავთანდილ ღოღობერიძის #1-ში მდებარე ავარიული შენობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უქმნიდა საფრთხეს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

აქვე მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ იყო და არის ჩართული ამ პროცესებში. პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს ხალხის ინტერესი!

P.S. გთხოვთ, მოგვმართოთ ყველა იმ პრობლემის, ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც გაწუხებთ, საფრთხეს გიქმნით და ერთად ვიმუშაოთ მათ გადასაჭრელად!“- წერს ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე