მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა წევრმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანეს 24 - საათიან პროტესტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების დადგმასთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ მათ უარი განუცხადა და პროტესტის ხანგრძლივობის შემცირება მოსთხოვა.

მისივე თქმით, ისინი, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასა და მასთან დალაპარაკებას მოითხოვენ.

„ჩვენ მოვედით აქ, რადგან კიდევ ერთხელ ვცადოთ, რომ შევხვდეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მას ძალიან ბევრი შეხვედრები აქვს და იცლის ყველაფრისთვის, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების გარდა. ანუ დადის დებატებზე, ხვდება სხვადასხვა თანამდებების პირებს, მაგრამ არ სცალია სასიკვდილოდ განწირული ბავშვების საკითხთან დაკავშირებით შესახვედრად. ჩვენ 5 დღე მივეცით ხელისუფლებას - თუ პასუხს არ გაგვცემდნენ დავიწყებდით უწყვეტ პროტესტს, შევიტანეთ შსს-ში განცხადება პროტესტსა და კარვების გაშლაზე, ადმინისტრაციის წინ. მინდორია და ეს არ არის ხალხის სავალი ნაწილი, ეს არის ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა შსს-მ კარვების გაშლა აგვიკრძალა და უარი გვითხრა 24-საათიან პროტესტზე, თითქოს ჩვენ აქ სასეირნოდ ვიყოთ გამოსულები. ლოგიკაში არ ჯდება, რომ სასიკვდილოდ განწირული ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. ასეთი, რამ არც წინა ხელისუფლების, არც შევარდნაძისა და არც კომუნისტების დროს არ ყოფილა.

არანაირი დაპირება არ მიგვიღია, არც ჯანდაცვის სამინისტროსგან, არც კანცელარიიდან. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც დროის გაყვანას ემსახურებოდა, ფაქტობრივად, ჯანდაცვის მინისტრს დროის გაჭიანურების ფუნქცია ჰქონდა", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ, რათა შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, პასუხი გაეგოთ.

როგორც შენობიდან გამოსულებმა განაცხადეს, მათ უთხრეს, რომ განცხადება კვლავ განხილვის რეჟიმშია.

"არ უნდათ ჩვენი მოსმენა, ამიტომ უწყვეტ აქციებს დავიწყებთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა