ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიზანია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, მაქსიმალურ ძალისხმევას სწევენ, რათა ქვეყნის იმიჯი და წინსვლა დააზიანონ

ვხედავთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით პოზიტიური ნაბიჯები იდგმევა და პროცესს მივყვებით - ჩვენი მიზანია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი , - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებით მისი პარტიის პოლიტიკური მიზანი „უმაღლეს დონეზეა“ გაცხადებული.

ქადაგიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ახლა ოპოზიციის მიზანია, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, რისთვისაც ისინი “დიდ ძალისხმევას სწევენ”.

“ოპოზიციის მიზანია, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს. მაქსიმალურ ძალისხმევას სწევენ, რათა ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს იმიჯი და წინსვლა დააზიანონ. ამას პრაგმატულად ვუყურებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოლიტიკური მიზანი უმაღლეს დონეზეა გაცხადებული. ვხედავთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით პოზიტიური ნაბიჯები იდგმევა და ამ პროცესს მივყვებით. ჩვენი მიზანია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ქვაკუთხედი ამ გზაზე სიარულისას”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრით საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ