Artemis II-ის მისიამ კაცობრიობის ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს მიაღწია და რეკორდი მოხსნა

Artemis II-ის მისიამ კაცობრიობის ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს მიაღწია და რეკორდი მოხსნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

NASA-ს Artemis II-ის ეკიპაჟის წევრებმა, რეიდ უაისმენმა, ვიქტორ გლოვერმა, კრისტინა კოხმა და ჯერემი ჰენსენმა დედამიწიდან დაახლოებით 252,760 მილს მიაღწიეს და 56 წლის წინ აპოლო 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.

აღნიშნული დისტანცია ყველაზე შორ მანძილს წარმოადგენს, რომლითაც ადამიანი დედამიწას დაშორებია.

ახლა ასტრონავტები მთვარეს გარშემო შემოუვლიან და მთვარის უკანა მხარეს დააკვირდებიან.

შემოფრენა დაახლოებით ექვს საათს გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც მცირე ხნით ეკიპაჟთან კომუნიკაცია გაწყდება, რადგან მთვარე NASA-სთან კავშირს დაბლოკავს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა