დონალდ ტრამპი - არ დაგვეხმარა იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სადაც გვყავს 45 000 ჯარისკაცი, რათა კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც ძალიან კარგად ვუგებ, შემდეგ კი ნატო, ნატო არ დაგვეხმარა - ისინი არ გვჭირდება

ნატო არ დაგვეხმარა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იაპონია არ დაგვეხმარა, ავსტრალია არ დაგვეხმარა, სამხრეთ კორეა არ დაგვეხმარა. იაპონიაში 50 000 ჯარისკაცი გვყავს. 45 000 ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში, რათა ისინი კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც მე ძალიან კარგად ვუგებ. ამის შემდეგ კი ნატო. ნატო არ დაგვეხმარა“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებულია“.

„სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყველაფერი გრენლანდიით დაიწყო. ჩვენ გრენლანდია გვსურს. მათ კი ჩვენთვის მისი გადმოცემა არ სურთ. მე კი მათ ვუთხარი: „ნახვამდის“. ნატო ქაღალდის ვეფხვია. ჩვენ ისინი არ გვჭირდება, რადგან არ დაგვეხმარნენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გახსნა „ძალიან დიდი პრიორიტეტია“ და მასში გავლისთვის გადასახადი არა ირანმა, არამედ აშშ-მა უნდა დააწესოს.

„შეთანხმება უნდა დავდოთ, რომელიც მისაღები იქნება ჩემთვის. ამ შეთანხმების ნაწილი კი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ნავთობისა და ყველაფრის თავისუფლად გადაადგილება გვსურს. რას იტყვით, გადასახადი ჩვენ რომ დავაწესოთ? მირჩევნია ასე მე გავაკეთო, ვიდრე ის მათ ჰქონდეთ. რატომაც არა? ჩვენ გამარჯვებულები ვართ. ჩვენ გავიმარჯვეთ. ისინი სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულები არიან. გვაქვს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც გადასახადს დავაწესებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ