სიონში, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

წირვა სიონის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ ის იესო ქრისტეს შობდა. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისის და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა