ისრაელი ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ

ისრაელი ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ, - განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, ამ მომენტიდან ირანის დროით 21:00 საათამდე, ირანის მასშტაბით მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავოთ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სპარსულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ირანის ტერორისტული რეჟიმის ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე სრული ძალით დარტყმების გაგრძელება“ უბრძანა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა