ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალიას საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არ არის, არც დაზარალებული ჰყავს საქმეს, არც მოწმე

არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, არც დაზარალებული ჰყავს საქმეს, არც მოწმე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ჩვენება „სასახლის ღობის ექსპერტმა“ უნდა მისცეს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.

„ძალიან მინდა, ამ პროცესს ყველა დავესწროთ და ვნახოთ, რა უნდა თქვას ექსპერტმა ბაჩოს წინააღმდეგ და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ეს სასამართლო თავიდან ბოლომდე „ფეიკია“, ეს შენობა არის, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აფორმებენ, ამ შენობას სამართალთან კავშირი არ აქვს. არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, არც დაზარალებული ჰყავს საქმეს, არც მოწმე. ეს რომ საზოგადოებამ არ დაინახოს, სწორედ ამიტომ, არის სხდომა დახურული",- განაცხადა ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა