კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე - ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

როგორც მან მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო მზად არის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

„ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის, გაჟღერებული „მესიჯები“ და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.

როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრით საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე